მანემ და ალკანტარამ კორონავირუსი დაამარცხეს

მანემ და ალკანტარამ კორონავირუსი დაამარცხეს

„ევერტონთან“ მერსისაიდული დერბის წინ, „ლივერპულის“ ორი წამყვანი ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან და „ევერტონთან“ მე-5 ტურის მატჩში ითამაშებენ. ესენი სადიო მანე და ახალწვეული ტიაგუ ალკანტარა არიან.

როგორც ბრიტანელი ჟურნალისტი, დევიდ მედოკი წერს თავის ტვიტერში, ორივე ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და „ევერტონთან“ სათამაშოდ ემზადება.

ტიაგუს კორონავირუსი სექტემბრის ბოლოს დაუდგინდა, მანეს კი ოქტომბრის დასაწყისში. თუმცა არცერთს ჰქონია გართულება. ინფექცია წარმატებით დასძლიეს და თავს კარგად გრძნობენ.

„ევერტონ“ – „ლივერპულის“ მატჩი 17 ოქტომბერს გაიმართება „გუდისონ პარკზე.“