გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა, იოზუა კიმიხმა და ლეონ გორეცკამ სატელევიზიო შოუში 64 ათასი ევრო მოიგეს.
„ბაიერნის“ მოთამაშეები RTL-ის ტელეარხზე გადაცემა „ვის უნდა გახდეს მილიონერი“ იყვნენ მიწვეული და მათმა დუეტმა ლუკას კლოსტერმანისა და ნიკლას ზიულეს წყვილს აჯობა.
მოგებული თანხა მთლიანად ერთ-ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადაირიცხა. საქველმოქმედო საქმიანობა კიმიხმა და გორეცკამ ჯერ კიდევ პანდემიის დროს დაიწყეს - 2020 წლის მარტში მათ დააფუძნეს WeKickCorona, რომლის მეშვეობითაც 5 მილიონი ევრო შეაგროვეს. მათ თანხა კორონავირუსთან ბრძოლისთვის საავადმყოფოებს შესწირეს.