ესპანელმა რაფაელ ნადალმა როლან გაროსის ფინალაში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი სამ სეტში დაამარცხა (6-0; 6-2; 7-5). ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ესპანელმა ტურნირი უკვე მე-13-დ მოიგო, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, ეს გამარჯვება ნადალისთვის „დიდი სლემის“ მე-20 ტიტული გახდა, რა მაჩვენებლითაც ის რეკორდსმენ როჯერ ფედერერს გაუტოლა.