NBA-ს ჩემპიონი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ გახდა

NBA-ს ჩემპიონი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ გახდა

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსი„ NBA-ს ჩემპიონი გახდა. კლუბმა ტიტული მეჩვიდმეტედ მოიპოვა.

პლეი-ოფის ფინალური სერიის მე-6 მატჩში ლოს-ანჯელესელებმა „მაიამი“ 106:93 დაამარცხეს. ყველაზე შედეგიანი ლეიკერსის რიგებში ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც 28 ქულა, 14 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.