კუმანმა

კუმანმა "ბარსელონას" ფეხბურთელებისთვის ყველაზე ოპტიმალური სქემა დაასახელა

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ მისი გუნდის თამაშით კმაყოფილია. ნიდერლანდელმა სათამაშო სქემაც დაასახელა, რომელიც მისი აზრით, ფეხბურთელების თვისებებს ყველაზე მეტად შეესაბამება.

„მთლიანობაში გუნდი მომწონს, ვიგოში დაღლილობამ თავი „სევილიასთან“ იჩინა, რომელიც ძლიერი გუნდია. შეგვიძლია გავაუმჯობესოთ პრესინგი, მაგრამ ზოგადად, კმაყოფილი ვარ. კმაყოფილი ვარ შემადგენლობითაც, რომლის გაძლიერება ვცადეთ, მაგრამ ეკონომიკური მდგომარეობა არის ისეთი, რასაც უნდა შევეგუოთ და ვიმუშაოთ. მოთამაშეთა თვისებების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ 4-2-3-1 ამ გუნდისთვის იდეალური სათამაშო სისტემაა“, - განაცხადა კუმანმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 3 მატჩი ჩაატარა, „ვილიარეალს“ (4:0) და „სელტას“ (3:0) ადვილად მოუგო, „სევილიასთან“ კი ქულებ დაკარგა (1:1).