დავით-გარეჯის კომპლექსის იმ ნაწილს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ ეს საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული არ იყო საქართველოს საზღვრებში და არის სწორედ აზერბაიჯანულ ტერიტორიაზე. კონრეტულად ეს ნაწილი, რომელიც ამ წუთას პრობლემის წყარო გახდა, - ეს განცხადება ნინო კალანდაძეს ეკუთვნის, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.