ჰიქმედ აჯიევი: საქართველო და აზერბაიჯანი მეგობარი ქვეყნები არიან, არსებობს კონსულტაციისა და დიალოგის ღია მექანიზმები ნებისმიერი საკითის განსახირლველად

ჰიქმედ აჯიევი: საქართველო და აზერბაიჯანი მეგობარი ქვეყნები არიან, არსებობს კონსულტაციისა და დიალოგის ღია მექანიზმები ნებისმიერი საკითის განსახირლველად

ჩვენს მეგობრობაზე მიუთითებს ისიც, რომ ყველა საკითხს მეგობრულად განვიხილავთ: დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების გზით. ამ მიზნით სპეციალური იურიდიული კომისია შეიქმნა ჩვენს ქვეყნებს შორის და ისინი გააძლიერებენ მუშობას, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საგარეო ურთიერთიბების საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიქმედ აჯიევმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი მეგობარი ქვეყნები არიან, არსებობს კონსულტაციისა და დიალოგის ღია მექანიზმები.

მისივე განცხადებით, საზღვართან დაკავშირებული მსგავსი პრობლემები არაერთ ქვეყანას შორის იქმნება.

„გამოძიების საკითხი უმეტესად საქართველოს საშინაო საქმეს წარმოადგენს. საქმეს იძიებს საქართველოს სამართალდამცველი უწყება. შესაბამისად, არ მაქვს უფლბა, ამაზე კომენტარი გავაკეთო, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რამდენადაც საქართველო და აზერბაიჯანი მეგობარი ქვეყნები არიან, არსებობს კონსულტაციისა და დიალოგის ღია მექანიზმები ნებისმიერი საკითის განსახირლველად. სწორედ ჩვენს მეგობრობაზე მიუთითებს ისიც, რომ ყველა საკითხს მეგობრულად განვიხილავთ: დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების გზით. ამ მიზნით სპეციალური იურიდიული კომისია შეიქმნა ჩვენს ქვეყნებს შორის და ისინი გააძლიერებენ მუშობას. საზღვართან დაკავშირებული მსგავსი პრობლემები არაერთ ქვეყანას შორის იქმნება. მაგალითად, ამ დრომდე ღიად რჩება მსგავსი საკითხები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის. მხოლოდ კუნძულოვან ქვეყნებს არ აქვს მსგავსი პრობლემები, ხოლო იქ სადაც არსებობს სასაზღვრო ხაზი, მსგავსი პრობლემების წარმოშობა ყოველთვის შესაძლებელია. თუმცა, ამ სიტუაციაში მთავარი ისაა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეყრდნობა ურთიერთნდობასა და პატივისცემას. დიალოგის გზით ჩვენ იმედი გვაქვს, გადავჭრით ამ საკითხს მეგობრულად ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხისთვის. გავხსნით კიდევ ერთ ახალ თავს ორმხივ თანამშრომლობაში. კიდევ უფრო გავაძლიერებთ ორ ქვეყანას შორის მეგობრობასაც“, - განაცხადა ჰიქმედ აჯიევმა.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. 8 ოქტომბერს მათ ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.