ხათუნა ლაგაზიძე: „ნაცმოძრაობის“ ჩამოშლაც მაშინ დაიწყო, როდესაც რამდენიმე ელჩმა ხელისუფლებისგან განსხვავებული განცხადებები გააკეთა“

ხათუნა ლაგაზიძე: „ნაცმოძრაობის“ ჩამოშლაც მაშინ დაიწყო, როდესაც რამდენიმე ელჩმა ხელისუფლებისგან განსხვავებული განცხადებები გააკეთა“

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ დანიაში საქართველოს ელჩი გიგი გიგიაძე, რომელმაც საჯაროდ გამოუცხადა მხარდაჭერა დავით გარეჯის სკანდალზე დაკავებულ ივერი მელაშვილს, „სახეს უნარჩუნებს ქართულ სახელმწიფოს და დიპლომატიას". მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ ეს ყველაფერი საპარლამენტო არჩევნების წინ ხდება.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ გიგიაძის მსგავსი ადამიანები უნარჩუნებენ სახეს ქართულ სახელმწიფოს და დიპლომატიას. წარმოუდგენელია, რომ ელჩი ემსახურებოდეს რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების ინტერეს, რადგან ის წარმოადგენს თავისი სახელმწიფოს ინტერესებს. დღევანდელი მდგომარეობით, რეგიონალური მშვიდობის შენარჩუნების კუთხით, ეს იყო ქვეყნის ნამდვილი პატრიოტისა და დიპლომატის განცხადება.

„გარეჯის თემის ახლა გააქტიურება იმას ნიშნავს, რომ „ოცნებას" არჩევნების შედეგების ეშინია, თორემ, სხვაგვარად რომ იყოს, ეროვნული გრძნობებით თამაშს არ დაიწყდებდა და მეორე ცეცხლის კერის გაჩენის საშიშროებას არ შექმნიდა. სხვა თუ არაფერი, ერთი თვე მოითმენდა და თუ რეალურია ბრალდება, ამას არჩევნების შემდეგ განაცხადება.

„რამდენადაც გიგიზე ვსაუბრობთ, რომ ის სახეს უნარჩუნებს ქართულ სახელწმიფოს და დიპლომატიას, იმდენად სამარცხვინოა საქართველოს ხელისუფლების სახედ კობახიძე. ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელსაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ვერ ჩამოიბანს საქართველო, რადგან ასეთი ბუნების შეცდომა იყო საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი წამყვანი პირი", - აცხადებს ლაგაზიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

იგი ამ სკანდალის გამო საქართველოს დიპლომატიურ კორპუსში შიდა დაპირისპირების კერების გაჩენის საშიშროებას გამორიცხავს.

„დიპლომატიური კორსპუსი ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს და როგორ შეიძლება მათ შორის დაპირსპირება დაიწყოს? პირიქით. მივესალმები თუ გიგიაძის მსგავსად სხვასაც აღმოაჩნდება გამბედაობა, სახელმწიფოებრივი ხედვა და საპუხისმგებლობა და მის განცხადებას შეუერთდებიან.

„კარგად გაიხსენოს „ქართულმა ოცნებამ" როგორ დაიწყო „ნაცმოძრაობის" ჩამოშლა - როდესაც რამდენიმე ელჩმა იმდროინდელი ხელისუფლების პოზიციისგან განსხვავებული საჯარო განცხადებები გააკეთა. ესეც ძალიან სიმბოლურია," - ამბობს ლაგაზიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

Katana . მეტისმეტად თვალსაჩინოა ხათუნა ლაგაზიძის, გრიგოლ ვაშაძის და ელჩ გიგიაძის "ნააზრევის" დამთხვევა...
თუ ფიქრობთ, რომ არჩევნების შემდეგ ნაცები მოვლენ და თადარიგს იჭერთ მათი გულის მოსაგებად, მე მგონი, დიდი იმედგაცრუება გელით სამივეს...
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ძუნკალი
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ძუნკალი
4 წლის უკან
ლაზი რას დარბის ეს ქალბატონი. ხან ბურჭულაძეს დასდევს და ვის. ვისთანაც მივიდა ყველა დაიძირა. არ ჯობია თავის ბიზნესს მიხედოს? მაგრამ ალბათ არ ეკარება, ეშინია ისიც არ დაძიროს.
4 წლის უკან