ბერგამოს „ატალანტა“ ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებს ბერგამოში, Gewiss Stadium-ზე გამართავს. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
„ატალანტა“ ჩემპიონთა ლიგაზე გასულ სეზონშიც თამაშობდა, მაგრამ სახლის თამაშები მილანში, „სან სიროზე“ ჩაატარა. ამდენად, ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის მატჩები ბერგამოში გაიმართება.
„ატალანტა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „აიაქსს“, „მიდტიულანდსა“ და „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.