ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი ალექსანდრ მიასნიკოვი სოციალურ ქსელში კორონავირუსის სახეობების შესახებ წერს და მათ ორ განსხვავებულ დაავადებად მიიჩნევს.
„ჯერ კიდევ კოვიდამდე ეპოქაში ყველა რესპირატორული დაავადებების 30 პროცენტი (დღესაც) კორონავირუსებით არის გამოწვეული – არა ახალი, არამედ ძველი, კეთილი, ადამიანური კორონავირუსებით, რომელთა 4 სახეობას ვიცნობთ“ , – წერს მიასნიკოვი და განმარტავს, რომ 60-იანებიდან არის ცნობილი ეს ვირუსები და ადამიანებს ისინიც ღამურებისგან შეეყარათ.
მეორე ტიპი COVID-19 კი არის ვირუსული პნევმონია და ის პირველთან შედარებით უფრო იშვიათად გვხვდება. ასაკიან პაციენტებში მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ია.
ექიმი აცხადებს, რომ კორონავირუსის პირველი ტიპი ამბულატორიულად იკურნება, მეორე კი დამოკიდებულია კლინიკურ მდგომარეობაზე. ინფიცირებულების 90% გადაიტანს ამ ვირუსს.