გიორგი გახარიას განცხადებით, საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ

გიორგი გახარიას განცხადებით, საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ

2019 წელს საგადასახადო კოდებში შევიტანეთ ცვლილება, შესაძლებლობა, მექანიზმი, რომელიც გვაძლევს დღეს შესაძლებლობას კომპანიებს, რომლებსაც მივანიჭებთ საერთაშორისო კომპანიების სტატუსს, დაუწესდეთ მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ რიგში საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული და IT მიმართულების კომპანიებისთვის შეიქმნება მექანიზმი იმისთვის, რომ საერთაშორისო სტატუსი მიიღონ.

„საგადასახადო შეღავათებზე ჩვენ მუშაობა დავიწყეთ 2019 წლიდან. ეს არის როგორც საშემოსავლო, ასევე მოგების გადასახადის შეღავათები, ეს მცირდება დაახლოებით 5%-მდე. ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, პოსტ-პანდემიური ეკონომიკური აღდგენის პერიოდში, გლობალური ეკონომიკური კონკურენცია იქნება უაღრესად მძაფრი და ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, როგორც ქართულ კომპანიებს მიიღონ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ასევე საერთაშორისო კომპანიებს შევუქმნათ კომფორტული პლატფორმა იმისთვის, რომ საქართველოდან იმუშაონ. დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი დარგის მიმართულების კომპანიებზე დავიწყოთ და შევქმნათ მექანიზმები მსგავსი სტატუსის მისაღებად. პირველ რიგში ეს იქნება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები და ასევე, IT კომპანიები. ტრანსპორტი და ლოჯისტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკის სექტორია, როგორც IT მიმართულებაში გვაქვს სერიოზული რესურსი, რომელიც სრულად არის ასამუშავებელი“, - განაცხადა გახარიამ.