რა თქმა უნდა, ეს დებატები შედგება, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შეკითხვას, დათანხმდება თუ არა გიორგი ვაშაძისა და მამუკა ხაზარაძის მიერ შეთავაზებულ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობას.
„საერთოდ, პოლიტიკური დებატები, მათ შორის პარტიული დებატები საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს დებატები უნდა იყოს საქმიანი, შინაარსობრივი და რაც მთავარია, სიმართლეზე დაფუძნებული. აქ საუბარია პარტიულ დებატებზე, ხშირ შემთხვევაში ამისთვის, სამწუხაროდ, მე დრო არ მაქვს ფიზიკურად, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დებატები შედგება. ეს არის პარტიის გადასაწყვეტი. პარტიული დებატები იქნება, მე არავისგან არასდროს გავქცეულვარ არანაირ შინაარსობრივ დისკუსიას, მითუმეტეს ამ ბატონებისგან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.