კრიშტიანუ რონალდუ 36 წლის ამერიკელი მოდელის, კეტრინ მაიორგას გაუპატიურების საქმეზე შესაძლოა ლას-ვეგასის სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ წარდგეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაიორგა უახლოეს დღეებში გაივლის ე.წ. გონებრივი შესაძლებლობების ტესტს, რომლითაც დადგინდება, აცნობიერებდა თუ არა ის პორტუგალიელ ფეხბურთელთან დადებული გარიგების არსს. გარიგება კი ასეთი იყო - რონალდუმ, თავის ადვოკატთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, სიჩუმის სანაცვლოდ 36 წლის ქალს 375 ათასი დოლარი გადაუხადა.
იმ შემთხვევაში, თუ მაიორგა სარჩელს სასამართლოში ხელახლა შეიტანს, კრიშტიანუს შტატებში ჩასვლა და ჩვენების მიცემა კიდევ ერთხელ მოუწევს. ამერიკელი მოდელის თქმით, მასზე რონალდუმ 2019 წლის 12 ივნისს იძალადა, როდესაც ლას-ვეგასში დასასვენებლად იმყოფებოდა.