სომხეთსა და საქართველოს შორის ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა პოლონეთში გაიმართება

სომხეთსა და საქართველოს შორის ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა პოლონეთში გაიმართება

სომხეთსა და საქართველოს შორის 2020-2021 წლების ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა ნეიტრალურ სტადიონზე, პოლონეთის ქალაქ ტიხში გაიმართება.

ეს გადაწყვეტილება უეფამ მთიან ყარაბაღში არსებული საომარი მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო და სომხეთის გუნდის გარდა, აზერბაიჯანის ნაკრებსაც საშინაო თამაშის ჩატარება სხვა ქვეყანაში მოუწევს.

„ცე ლიგის“ მეორე ჯგუფში ორი ტურის შემდეგ 4-4 ქულით ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრები გუნდები ლიდერობენ, სომხეთს კი სამი ქულა აქვს. სომხეთსა და საქართველოს შორის თამაში 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.