ზინედინ ზიდანმა მადრიდის „რეალიდან“ საკუთარი შვილი გაუშვა

ზინედინ ზიდანმა მადრიდის „რეალიდან“ საკუთარი შვილი გაუშვა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გუნდიდან თავისი შვილი ლუკა ზიდანი გაუშვა. 22 წლის მეკარემ „რაიო ვალეკანოსთან“, რომელიც ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გამოდის, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ლეგენდარულ ზიზუს თავისი შვილი გასულ სეზონში იჯარით „რასინგში“ ყავდა განათხოვრებული, თუმცა სანტანდერის გუნდში ლუკამ თავი ვერაფრით გამოიჩინა და შესაბამისად მისი დატოვების არანაირი საჭიროება არ არსებობდა. უმცროსმა ზიდანმა „რასინგში“ 14 შეხვედრაში ნათამაშები 1260 წუთში 18 ბურთი გაუშვა.