საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის ბრალდებით 2 პირი დააკავა. ინფორმაცია პროკურატურის ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
"დაკავებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობთა სამსახურის უფროსი ი.მ და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნ.ი", - წერია პროკურატურის განცხადებაში.