მუსიკალური გამოცემა „Rolling Stones”-ის მტკიცებით, ახლო წარსულში პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი ჯიმი ჰენდრიქსის ახალი ალბომი „People, Hell and Angels” გაყიდვაში მიმდინარე წლის 5 მარტს გამოჩნდება.
ამ დისკზე წარმოდგენილი იქნება მუსიკოსის დღემდე უცნობი 12 კომპოზიცია.
ალბომში განთავსებული იქნება ჯიმი ჰენდრიქსის მიერ 1968-1969 ჩაწერილი ნამუშევრები.
საინტერესოა, რომ დისკზე წარმოდგენილი იქნება კომპოზიცია „Somewhere”, რომელიც თავის დროზე 1968 წელს ჩაიწერა და ჯიმი ჰენდრიქსს მის ჩაწერაში მედოლე სტივენ ბადი მაილზი და ბას-გიტარისტი სტივენ სტილსი ეხმარებოდნენ.