გუშინ ბრიტანულ მას-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოპულარულმა ჯგუფმა „Black Sabbath” ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა.
ამ ნამუშევრის სახელწოდებაა „13“ და დღის სინათლეს მიმდინარე წლის ივნისში იხილავს.
ჯგუფის ამ ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს ოზი ოსბორნმა, გიტარისტმა ტონი აიომიმ და ბას-გიტარისტმა გიზერ ბატლერმა.
ზემოთდასახელებული მუსიკოსების გარდა დისკზე იმუშავეს მედოლეებმა ბილ უორდმა და ბრედ უიულკმა.