იტალიური სერია А-ს პრეზიდენტი, 58 წლის პაოლო დალ პინო, კორონავირუსით დაინფიცირდა - გვამცნობს La Repubblica.
ლიგის ხელმძღვანელი შინ თვითიზოლაციაში იმყოფება. მისი ავადობა უსიმპტომო ყოფილა.
ორშაბათს, 5 ოქტომბერს, დალ პინო იტალიის სპორტის მინისტრ ვინჩენცო სპადაფოროს შეხვდა. შედეგად, ტესტისას უარყოფითი შედეგის მიუხესავად, სპადაფორომ მაინც თვითიზოლაციაში განმარტოება არჩია.
ცოტა ხნის წინათ, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, სანდრა ძამპამ, COVID-19-ის საკითხებში პასუხისმგებელი დეპარტამენტი გააკრიტიკა და სერია А-ს გათამაშების შეწყვეტა მოითხოვა. მიზეზი „ჯენოას“ 14 მოთამაშის დაინფიცირება გახდა.