ინგლისის ეროვნული გუნდის სამი ფეხბურთელი სკანდალში გაეხვა

ინგლისის ეროვნული გუნდის სამი ფეხბურთელი სკანდალში გაეხვა

ინგლისის ეროვნული გუნდის სამი ფეხბურთელი სანაკრებო შეკრების წინ სერიოზულ სკანდალში გაეხვა.

„ჩელსის“ ფორვარდმა ტეემი აბრაჰამმა დაბადების დღეზე თანაკლუბელი ბენ ჩილუელი და „დორტმუნდის“ ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო დაპატიჟა, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში მათი ზეიმის ფოტოები გავრცელდა.

მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთში კორონავირუსის გამო 6 ადამიანზე მეტი ადამიანის შეკრება არ შეიძლება, აბრაჰამის დაბადების დღეზე 20 სტუმარი იმყოფებოდა, რის გამოც ის აუცილებლად დაისჯება.

ფეხბურთელების დაუსჯელად დატოვებას არც ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეტ საუთგეიტი აპირებს, რომელიც მათ სავარაუდოდ მოახლოებულ შეხვედრებში არ ათამაშებს, უკიდურეს შემთხვევაში კი სანაკრებო სიიდან ამოაგდებს.