კორონავირუსით „ლივერპულის“ მესამე ფეხბურთელი დაინფიცირდა

კორონავირუსით „ლივერპულის“ მესამე ფეხბურთელი დაინფიცირდა

კორონავირუსით „ლივერპულის“ მესამე ფეხბურთელი დაინფიცირდა. ტიაგო ალკანტარასა და სადიო მანეს შემდეგ, კოვიდ 19-ზე დადებითი ტესტი გუნდის შვეიცარიელმა ლეგიონერმა სერდან შაქირიმ ჩააბარა.

ეს უკანასკნელი თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების შეკრებაზე იმყოფებოდა და ანალიზის პასუხის გაგების შემდეგ, მაშინვე იზოლაციაში გადაინაცვლა.

უეფას ერთა ლიგაზე 10 და 13 ოქტომბერს შვეიცარიის ნაკრები ესპანეთთან და გერმანიასთან ითამაშებს და შაქირი ორივე შეხვედრას გამოტოვებს. ანალოგიური მიზეზით ტიაგო ესპანელებს, მანე კი სენეგალელებს ვერ დაეხმარება.