ედინსონ კავანი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა

ედინსონ კავანი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა

ედინსონ კავანი კარიერას „მანჩესტერში“ განაგრძობს. ურუგვაის ნაკრების 33 წლის თავდამსხმელმა „იუნაიტედთან“ 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მისი ყოველკვირეული ხელფასი 210 ათასი ფუნტი იქნება.

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში კავანიმ „პარი სენ-ჟერმენში“ 301 შეხვედრაში 200 ბურთი გაიტანა და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

პარიზის გუნდის შემადგენლობაში ის ექვსჯერ საფრანგეთის ჩემპიონი, ოთხჯერ ქვეყნის თასის და ხუთჯერ ლიგის თასის მფლობელი გახდა. „მანჩესტერის“ შემადგენლობაში კავანი სადებიუტო შეხვედრას სავარაუდოდ 17 ოქტომბერს „ნიუკალსთან“ გამართავს.