ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სტამბოლის „გალათასარაის“ სურს

ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სტამბოლის „გალათასარაის“ სურს

ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით სტამბოლის „გალათასარაი“ დაინტერესდა. თურქეთის სპორტული პრესის ინფორმაციით, ტრანსფერით პირადად ამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ფათიჰ თერიმს სურს და კლუბის ხელმძღვანელობისგან „რუბინთან“ მოლაპარაკების დაწყებას ითხოვს.

მიმდინარე სეზონში გამართულ 9 მატჩში საქართველოს ნაკრების 19 წლის ნახევარმცველის ანგარიშზე ერთი გოლი და 4 საგოლე პასია. კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და ოფიციალურად მისი სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონ ევროს შეადგენს.