ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ყაზანში გამართულ „რუბინი” - „ახმატის” შეხვედრაში 53-ე წუთზე ანგარიში ქართველმა ნახევარმცველმა გახსნა.
მან მოედნის ცენტრში მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ბურთი აართვა, გზად ერთი მცველიც მოატყუა და მეკარეს მახვილი კუთხიდან გაუტანა. საბოლოოდ სტუმრებმა გიორგი მელქაძის ზუსტი პენალტით, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ანგარიში გაათანაბრეს და თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა.
რუსეთის ჩემპიონატის 9 ტურში კვარაცხელიას ანგარიშზე 2 გოლი და 4 საგოლე პასია.