„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა ლონდონის „ტოტენჰემთან“ (1:6) განადგურების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნორვეგიელი სპეციალისტის განცხადებით, ეს „მანჩესტერის“ ისტორიაში ყველაზე ცუდი დღე არ ყოფილა.
„ეს არის ყველაზე ცუდი დღე ჩემს სამწვრთნელო კარიეაში და ყველაზე ცუდი დღე ამ კლუბის ყველა ფეხბურთელისთვის. ეს არ არის ყველაზე ცუდი დღე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში, რადგან იგივე ადრეც მომხდარა . ახლა საკმაოდ რთულია ყველაფრის ახსნა, ძალიან კარგმა გუნდმა შინ 1:6 დაგვამარცხა, მაგრამ ამ წარუმატებლობაში დიდწილად თვითონ ვართ დამნაშავეები.
ვიცი, რომ ბიჭებს მოგება სურდათ და ცდილობდნენ, მაგრამ ყველა უშვებს შეცდომებს, ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით და ამან შედეგი გამოიღო. ჩემს ფეხბურთელებს უკეთ თამაში შეუძლიათ იმასთან შედარებით, რასაც ვაჩვენებთ“, - თქვა სულშერმა.
შეგახსენებთ, „მანჩესტერმა“ პრემიერლიგის ისტორიაში მესამედ გაუშვა თამაშში 6 გოლი.