საქართველო-ბელარუსის მატჩზე მაყურებლების დაშვება რეკომენდებული არ არის. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადეს. თუმცა, საკოორდინაციო საბჭო საკითხზე კვლავ იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უეფას აღმასკომმა ადგილობრივ ხელისუფლებებს სანაკრებო მატჩებზე გულშემატკივართა 30-%-ის დასწრების საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლება მისცა. „დინამო არენა“ 54 000 მაყურებელს იტევს, შესაბამისად მატჩზე მაქსიმუმ 16 000 გულშემატკივრის დაშვება იქნებოდა შესაძლებელი.
ევრო 2020-ის პლეი-ოფის შეხვედრა დინამო არენაზე 26 მარტს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდეიის გამო გადაიდო. საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის