ევროპა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად რომელუ ლუკაკუ დასახელდა

ევროპა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად რომელუ ლუკაკუ დასახელდა

ევროპა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად რომელუ ლუკაკუ დასახელდა. „ინტერის“ ბელგიელმა ფორვარდმა ამ ტურნირზე გამართულ 6 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ლუკაკუ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, თუმცა „სევილიასთან“ გამართული ფინალი მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან მეტოქის გარდა, ბურთი საკუთარ კარშიც გაიტანა და მისი „ინტერი“ უტიტულოდ დარჩა.