„ლივერპულის“ სენეგალელ თავდამსხმელს, სადიო მანეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ მერსისაიდულმა კლუბმა გაავრცელა.
კლუბის ინფორმაციით, 28 წლის მანეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები აქვს, მაგრამ საერთო ჯამში ის თავს კარგად გრძნობს.
„მიუხედავად ამისა, კლუბი იცავს ყველა პროტოკოლს და კანონით დადგენილ პერიოდს მანე თვითიზოლაციაში გაატარებს“, - აღნიშნავენ „ლივერპულში“.
28 სექტემბერს მანემ „ლივერპულის“ შემადგენლობაში „არსენალის“ წინააღმდეგ ითამაშა და თავის გამოჩენაც შეძლო. მანამდე კორონავირუსი „ლივერპულის“ ესპანელ ახალწვეულს, ტიაგო ალკანტარას დაუდასტურდა.