NBA-ის ფინალური სერიის მეორე მატჩში „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“, „მაიამი ჰიტი“ დაამარცხა

NBA-ის ფინალური სერიის მეორე მატჩში „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“, „მაიამი ჰიტი“ დაამარცხა

NBA-ის ფინალური სერიის მეორე მატჩში „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“, „მაიამი ჰიტი“ 124-114 დაამარცხა და სერიაში 2-0 დაწინაურდა.

გამარჯვებულთა შორის ყველაზე შედეგიანი ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც 33 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი მიითვალა.

ლებრონმა და დევისმა ამ შედეგით კობი ბრაიანტისა და შაკილ ო’ნილის შედეგი გაიმეორეს და გახდნენ ერთი გუნდის პირველი მოთამაშეები, რომლებმაც 2002 წლის შემდეგ, 30-30 და მეტი ქულა ფინალური სერიის მატჩში მიითვალეს.

„ლეიკერსის“ ლეგენდებმა მაშინ ეს ბრუკლინ ნეტსთან მოახერხეს.

„ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „მაიამი ჰიტის“ მესამე დაპირისპირება საქართველოს დროით 5 ოქტომბერს, გამთენიისას გაიმართება.