უეფამ საქართველოს ბელარუსთან მატჩზე მაყურებლის შეზღუდული რაოდენობით დასწრების უფლება მისცა

უეფამ საქართველოს ბელარუსთან მატჩზე მაყურებლის შეზღუდული რაოდენობით დასწრების უფლება მისცა

უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 8 ოქტომბერს ბელარუსთან საშინაო შეხვედრაზე მაყურებლის შეზღუდული რაოდენობით დაშვების უფლება მისცა.

აღმასრულებელი კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება მის წევრ 27 ქვეყანას ეხება და მათ შორისაა საქართველო.

ახლა ჯერი საქართველოს მთავრობაზეა, რომელმაც შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უნდა გადაწყვიტოს, დაუშვებს თუ არა გულშემატკივარს საქართველო - ბელარუსის თამაშის დროს ტრიბუნებზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში ბილეთები ხელმეორედ, 16 ათას მაყურებელზე გაიყიდება.