„იბეროსტარ ტენერიფე“ „სარაგოსასთან“ ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში 81:87 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. გიორგი შერმადინმა თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 28 წუთში 22 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და თანაგუნდელებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ზუსტად 14-დან 9 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ისროლა. ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში „სარაგოსა“ საბერძნეთის „აეკს“ შეხვდება, შერმადინი და მისი თანაგუნდელები კი ესპანეთის ჩემპიონატზე გადაერთვებიან, სადაც 10 ოქტომბერს „ფუენლაბრადასთან“ ითამაშებენ.