რუმინელი სპეციალისტი მირჩა ლუჩესკუ 75 წლის ასაკში ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ხანდაზმული მწვრთნელი გახდება. აღნიშნული ინფორმაცია ფიფას ტვიტერის გვერდმა გაავრცელა.
ლუჩესკუ ამჟამად კიევის "დინამოს" წვრთნის, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "გენტი" დაამარცხა და ჯგუფურ ეტაპზე 2016/17 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებს. აქამდე, ლიგის ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი (72) იყო, რომელიც ბოლოს "ბაიერნს" წვრთნიდა.