„იბეროსტარ ტენერიფეს“ კალათბურთელი თორნიკე შენგელია ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო ცენტრად აღიარეს და შესაბამისად, სეზონის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.
გამოკითხვა ჩემპიონთა ლიგის ვებგვერდზე გულშემატკივართა შორის მიმდინარეობდა, ამავდროულად ხმების მიცემის უფლება აკრედიტირებულ ჟურნალისტებსა და ტურნირის მონაწილე 32 გუნდის მთავარ მწვრთნელებს ჰქონდათ.
შედეგად, ცენტრის პოზიციაზე შერმადინმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო და კონკურენტებს აჯობა. სეზონის იმბოლური გუნდი შემდეგნაირად დაკომპლექტდა:
გიორგი შერმადინი (იბეროსტარ ტენერიფე), მარსელინო უერტასი (იბეროსტარ ტენერიფე), ვოიჩეხ ჰრუბანი (ნიმბრუკი), თეშონ ტომასი (ჰაპოელი), კეიტ ლანგფორდი (აეკ).
ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონი არ დასრულებულა. მეტიც, „რვათა ფინალმა“ სტარტი დღეს აიღო. „იბეროსტარ ტენერიფე“ 1 ოქტომბერს, „სარაგოსას“ დაუპირისპირდება. გიორგის საშუალო სტატისტიკური მონაგარი ამ ტურნირზე ასეთია - 15.8 ქულა, 5.7 მოხსნა, 1.8 პასი და 1 ჩაჭრა.