ფრანგულმა „ლიონმა“ „მილანიდან“ ლუკას პაკეტა დაიმატა. ინფორმაცია „ლომების“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. ფრანგებმა სამხრეთამერიკელს კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.
ტრანსფერის ღირებულებამ 21 მილიონი ევრო შეადგინა და ბრაზილიელი ამიერიდან „ლიონის“ შემადგენლობაში ითამაშებს.
ლუკას პაკეტა „მილანს“ 2019 წლის იანვარში „ფლამენგოდან“ 35 მილიონ ევროდ შეუერთდა და მას შემდეგ შავ-წითელი მაისურით ჩატარებულ 44 მატჩში 1 გოლი გაიტანა.