ავტომრბოლელი მიკ შუმახერი, რომელიც ცნობილი პილოტის მიხეილ შუმახერის ვაჟია, „ფორმულა 1“-ზე იასპარეზებს. 21 წლის მრბოლელი ეიფელის გრან-პრიზე გამოვა. ამის შესახებ The Mirror წერს.
მიკ შუმახერი Alfa Romeo-ს გუნდში იასპარეზებს. ეიფელის გრან-პრი 9-11 ოქტომბერს ჩატარდება.
მიკ შუმახერმა „ფორმულა 1“-ის ავტომრბოლელის კარიერა 2019 წელს დაიწყო. რომელიც Ferrari-ის საჯინიბოს სახელით გამოვიდა ბაჰრეინში. ის ევროპის „ფორმულა 3“-ის ჩემპიონია, ასევე მონაწილეობდა „ფორმულა2“-ის რბოლებში.
მიკ შუმახერის მამა „ფორმულა 1“-ის შვიდგზის ჩემპიონია. ლეგენდარული მრბოლელი მიხაელ შუმახერი 2013 წელს ფრანგულ მერიბელში თხილამურებით სრიალისას დაშავდა. მან თავის ტვინის უმძიმესი დაზიანება მიიღო და რამდენიმე თვის განმავლობაში კომაში იყო.
შუმახერის წარმომადგენლები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა გასული წლის ივლისში ჟან ტოდტმა Radio Monte-Carlo-ს განუცხადა, რომ სპორტსმენი თავს უკეთ გრძნობს და 2019 წლის გრანპრისაც უყურებს.