ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე Amazon-ის სერიალ „ბეჭდების მბრძანებლის“ გადაღების ნებართვა გასცა. ამის შესახებ Deadline-ი წერს. მანამდე გადაღებები რამდენჯერმე კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა.
გამოცემის ცნობით, ახლა გადამღები ჯგუფი სერიალის მეორე ეპიზოდზე მუშაობს. სერიალის სიუჟეტი ამ დრომდე გასაიდუმლებულია. თუმცა ცნობილია, რომ მოვლენები პიტერ ჯექსონის ორიგინალ ტრილოგიამდე 3000 ათასი წლით ადრე ვითარდება.
სერიალის გამოსვლა 2022 წლისთვის დაანონსდა. Amazon-ი გეგმავს სერიალის 5 სეზონი გადაიღოს. ცნობილია, რომ პირველ სეზონში 20 სერია იქნება. მანამდე Amazon-მა გამოაქვეყნა მსახიობების სია, ვინც სერიალში ითამაშებს.