იტალიურ „ჯენოაში“ კორონავირუსი გავრცელდა. კლუბში ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ ფეხბურთელებსა და პერსონალს შორის 14 ადამიანი დაინფიცირებულია.
მათი ვინაობა უცნობია და ისინი რა თქმა უნდა, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი გენუურ გუნდში ორი დღის წინ ლასე შონესა და მატია პერინს დაუდასტურდათ. ინფიცირებულთაგან იტალური მედიის ცნობით, 11 ფეხბურთელია.
„ჯენოამ“ სერია A-ს ბოლო ტურში „ნაპოლისთან“ 0:6 წააგო, ხოლო მომდევნო მატჩი „ტორინოსთან“ აქვს.