„ბარსელონა“ ფატის არ გაყიდის

„ბარსელონა“ ფატის არ გაყიდის

„ბარსელონამ“ „მანჩესტერ სიტის“ უარი უთხრა ჭაბუკი ანსუ ფატის მიყიდვაზე - გვამცნობს Goal. „ქალაქელები“ კატალონიურ კლუბს 150 მილიონ ევროს სთავაზობდნენ ვუნდერკინდში, მაგრამ „ბარსელონამ“ თავი შორს დაიჭირა. მოგეხსენებათ, ფატის ახლახან ესპანეთის ნაკრებშიც ჩინებული დებიუტი ჰქონდა და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ფატი „ბარსელონას“ აღზრდილია. გასულ სეზონში მან ესპანეთის ჩემპიონატში 24 მატჩში ითამაშა, 7 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.

კატალონიელებთან მას 2022 წლამდე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული.

ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში „ვილიარეალთან“ (4:0), მან დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.