მილანში, მოდის კვირეულზე იტალიური ბრენდის Moschino-ს კრეატიულმა დირექტორმა ჩვენებაზე ცოცხალი მოდელები მარიონეტებით შეცვალა. ამის შესახებ The Sun წერს.
გამოცემის ცნობით, პანდემიის მოდის ჩვენებებზე რიგი შეზღუდვები დაწესდა. ჩვენების დროს უნდა იყოს დაცული სოციალური დისტანცია. ამიტომ დიზაინერებმა ჩვენება ახალ ფორმატში გამართეს. მაგალითად Moschino-მ თოჯინური წარმოდგენა გამართა, რომელშიც ადამიანები არ მონაწილეობდნენ.
ასე გახდნენ მარიონეტები მოდელები, ხოლო მოწვეული ცნობილი სტუმრების ნაცვლად, წარმოდგენაში მონაწილეობა მათმა ორეულმა თოჯინებმა მიიღეს. მანეკენებს შორის იყვნენ ბრიტანული Vogue-ს რედაქტორი ანა ვინტური და ედვარდ ენიფული.
გამოცემის ცნობით, Moschino-ს მთავარ დიზაინერს ახალი კოლექციის შექმნა მე-20 საუკუნის სხვადასხვა საზოგადო მოღვაწეებმა შთააგონეს. კოლექციის ფერებია სალათისფერი, ვარდისფერი და თეთრი. დიზაინერმა გამოიყენა მაქმანები და შექმნა დახვეწილი საყელოები.