აშშ-ში ყოფილი ბოდიბილდერი დეპრესიაში მას შემდეგ ჩავარდა, რაც ახალი წლის შემდეგ შეყვარებულმა მიატოვა. თუმცა ის დეპრესიისგან ჩიხუახუას ლეკვებმა იხსნეს. ამის შემდეგ ბოდიბილდერი ჩიხუახუას 50-მდე ლეკვს დაეხმარა. ამის შესახებ Daily Star წერს.
48 წლის ბოდიბილდერს მეგობარმა ქალმა მოსავლელად ჩიხუახუას ლეკვი დაუტოვა. როდესაც ჩიხუახუა ლედი ბოდიბილდერ ბობ ჰამფრისის სახლში აღმოჩნდა, კაცი მიხვდა, რომ საკუთარი ძაღლის აყვანა სურდა. როდესაც ის ძაღლს ეძებდა, გამოარკვია, რომ ადამიანები ცუდად ექცეოდნენ მცირე ზომის ძაღლებს.
ამის შემდეგ ჰამფრისმა დაარსა თავშესაფარი ძაღლებისთვის და 50-ზე ლეკვი გადაარჩინა. ბოდიბილდერი ამბობს, რომ როცა მას მეგობარმა ქალმა მოსავლელად ძაღლი დაუტოვა, მის ცხოვრებას ახალი აზრი მისცა.
ახლა ძაღლების თავშესაფარში 5 ადამიანი მუშაობს, თავად ბოდიბილდერი კი ძაღლებთან დღეში 12 საათას ატარებს.