„თუ ეს ომი 5-6 დღეში არ დასრულდა, მძიმე კონფლიქტის ალყაში მოვექცევით  და ყველანაირი ეკონომიკური აქტივობა გაჩერდება“

„თუ ეს ომი 5-6 დღეში არ დასრულდა, მძიმე კონფლიქტის ალყაში მოვექცევით  და ყველანაირი ეკონომიკური აქტივობა გაჩერდება“

ფართომასშტაბიანმა სამხედრო დაპირისპირებამ და კონფლიქტმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან, შესაძლოა, საქართველო სხვადასხვა მიმართულებით დააზიანოს. უკვე რამდენიმე დღეა, როგოცრც სომხეთმა ასევე აზერბაიჯანმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო საბრძოლო მდგომარეობა გამოაცხადა. კონფლიქტი გამწვავდა და მთიან ყარაბაღში შეტაკებები გრძელდება. ახლა ჯერი თურქეთსა და რუსეთზეა. მათი ჩართულობით მოხდება თუ არა კონფლიქტის ან გამწვავება ან კიდევ განეიტრალება, არავინ იცის.

For.ge-სთან კონფლიქტოლოგები ამბობენ, რომ ორი მეზობელი ქვეყნის სტაბილურობის მორღვევა გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობაზე. მით უმეტეს ახლანდელი დაპირისპირება წინა ყველა კონფლიქტისგან მისი მასშტაბით და სიმწვავით სრულიად განსხვავებულია. ამიტომაც დაპირისპირება თუ 5-6 დღეში არ დასრულდა, ზიანი როგორც რეგიონისთვის, ასევე საქართველოსთვისაც საკმაოდ დიდი იქნება.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თუ ეს სრულმასშტაბიან დაპირისპირებაში გადავიდა, მაშინ საქართველოს რამდენიმე პრობლემა ექნება: ლტოლვილების ნაკადი, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოსკენ წამოვა და ამისთვის უნდა მოვემზადოთ; ასევე პოლიტიკური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ე.წ. ჰუმანიტარული კორიდორის გახსნა ჩვენს ტერიტორიაზე მოითხოვოს, რაც კარგს არაფერს მოასწავებს, რადგანაც ამ კორიდორში გამოდის რუსული სამხედრო ტექნიკაც;

ასევე საქართველოს ორი მსხვილი ეთნიკური უმცირესობა ჰყავს, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობს და ჩვენი მოქალაქეები არიან. ამიტომ როგორი იქნება კონფლიქტის გავლენა ამ ეთნიკურ უმცირესობებზე, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის გამოწვევა იქნება.

კავკასიოლოგი გიორგი კანაშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ახლანდელი კონფლიქტი, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბახში გამწვავდა, წინა დაპირისპირებებისგან რადიკალურად განსხვავდება და, თუ მან ფართომასშტაბიანი სახე მიიღო და რეგიონში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, საქართველოს რამდენიმე მიმართულებით პრობლემები ექნება. პირველ რიგში, კანაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში მძიმე ეკონომიკური სიტუაცია შეიქმნება და ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება.

მეორე საფრთხე ასევე ლტოლვილების ნაკადი იქნება, რომელიც ძირითადად სომხეთიდან წამოვა. თუმცა ამის ალბათობა მხოლოდ იმ შემთვევაშია, თუკი ბრძოლები გაგრძელდა და მისი მასშტაბი გაიზარდა. ასევე არსებობს საფრთხე, რომ რუსეთმა ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, საქართველოს ტერიტორია გადაადგილების დერეფანად გამოიყენოს. თუმცა აქაც არის ალტერნატიული გზები და კრემლს სომხეთისთვის იარაღის მიწოდება საჰაერო გზებითაც შეუძლია.

„ახლანდელი კონფლიქტი წინა დაპირისპირებებისგან მასშტაბით არის განსხვავებული. ფაქტიურად საომარი მოქმედებების შეხების ყველა წერტილში მიდის. მეორე განსხვავება ის არის, რომ სეპანაკეტი არასდროს არ დაბომბილა. აზერბაიჯანის მხარემ ეს ტერიტორია დაბომბა, რაც არასდროს არ უქნია. მსხევრპლის რაოდენობა და დაპირისპირებაში ჩართული ტექნიკა საკმაოდ მასშტაბურია.

ეს ყველაფერი რამდენად არის შესაძლებელი კიდევ უფრო ფართო მასშტაბიანში გადაიზარდოს, თეორიულად ამის საფრთხე ყოველთვის არსებობს, თუმცა თუ აზერბაიჯანული მხარე იმ წარმატების შენარჩუნებას შეძლებს, რომელსაც ამ დღეებში მთიან ყარაბაღში მიაღწია, მგონია ოპერაციას შეწყვეტს და ამას ალიევი როგორც შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც საკამოდ წარმატებით გაყიდის. აზერბაიჯანის მთავარი მიზანი ის არის, რომ სომხეთთან მოლაპარაკებისას მაგიდასთან დაჯდეს, მაგარმ მას ფსიქოლოგიური უპირატესობა უნდა ჰქონდეს“, - აცხადებს კანაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში საქარველომ ნეიტრალური პოზიცია უნდა დიკავოს და ეცადოს, რომ რაიმე ზედმეტი განცხადებები არ გააკეთოს. კანაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ყველა ხელისუფლება ახერხებდა ამ კონფლიქტში არ ჩართულიყო და რომელიმე მეზობლის მხარი უნებლიედ არ დაეკავებინა. შესაბამისად, დღესაც ეს ტენდენცია ნარჩუნდება და ჩვენმა ხელისუფლებამ ორივე მხარეს თბილისი მოლაპარაკების და შეთანხმების ადგილად უნდა შესთავაზოს. სხვაგვარად კონფლიქტში ჩვენ ჩართულები ვერ ვიქნებით.

„ნებისმიერ დროს, შესაძლოა, რეგიონში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს და ორივე მხარეს მართვა ხელიდან გაექცეთ. სომხური მხარე აზერბაიჯანულზე ნაკლებად შეიარაღებული არ არის და ისინიც შეეცდებიან ის ტერიტორიები, რაც ამ დღეებში დაკარგეს, დაიბრუნონ. ამიტომაც შეიძლება კონტრშეტევაზეც გადავიდნენ. აზერბაიჯანის მხარეს კი ეს საკმაოდ ძვირი დაუჯდება. თუ ეს სცენარი განვითარდა, მაშინ არც ალიევი არ დათმობს და ესკალაცია გაიზრდება. საქართველოსთვის კი, ამ შემთხვევაში, სხვადასხვა სახის რისკები შეიძლება გამოიკვეთოს.

თუ რუსეთი და თურქეთი კონფლიქტში ჩაერთვებიან, არ მგონია, რომ მათ საქართველოს ტერიტორია გამოიყენონ და ჩვენს ხელისუფლებას ეს მოსთხოვონ. რუსეთს აქვს აზერბაიჯანთან საზღვარი და შეუძლია იქიდან დაარტყას და არა საქართველოდან. ხოლო თურქეთს შეუძლია ნახჩევანიდან შევიდეს და სომხეთს აქედან დაარტყას. საქართველოსთვის რისკი, ზოგადად, არის, მაგრამ ასპროცენტიანი ალბათობა, რომ ჩვენკენ გადმოვიდეს, არ არსებობს. თუმცა ჩვენ გვყავს სომხური და აზერბაიჯანული მოსახლეობა, რომელთა ამ კონფლიქტში ჩართვაც ხელოვნურად შესაძლოა მოხდეს. ამიტომაც ჩვენი შესაბამისი უწყებები ყურადღებით უნად იყვნენ“, - ამბობს კანაშვილი for.ge-სთან.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ კონფლიქტი თუ კიდევ გარღმავდება და რამდენიმე დღეში არ დასრულდება, საქართველოს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეექმნება. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ კონფლიქტის რამდენიმე ლოკაციაა გახსნილი და ფართომასშტაბიანი ომი მიდის. კონფლიქტში რამოდენიმე ტექნიკაა გამოყენებული და სადღაც 2-3 დღეში გაირკევვა ვინ რა პოზიციების დააკავება შეძლო. ჯერჯერობით აზერბაიჯანი უტევს და მან გარკვეული სახის უპირატესობას მიაღწია.

„თუ ეს ომი 5-6 დღეში არ დასრულდა, საქმეში რუსეთი და თურქეთი თუ არ ჩაერთო და 10 დღეზე მეტი გაგრძელდა, როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის ეკონომიკა ჩამოიშლება. ეს კი საქართველოს ყველაზე მძიმედ დაარტყამს. ორივე ქვეყანა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ისედაც ლარი შესუსტებულია და რეგიონში მიმდინარე ეს რყევა უფრო დაასუსტებს. საინვესტიციო გარემო, საინვესტიციო მიმზიდველობა საერთოდ ნულამდე დავა, რადგანაც არც ერთი ინვესტორი რეგიონში, სადაც ომია, ფულს არ ჩადებს. ისედაც დაზიანებული ტურიზმის სფერო კიდევ უფრო დაზიანდება. ზოგადად ასეა ხოლმე, რომ ევროპელები რეგიონში თუ მოგზაურობენ, მათ მარშუტები საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანია. იქ სადაც ომია, ტურისტი არ ჩამოვა. მეორეც საკმაოდ მძიმე კონფლიქტის ალყაში მოვექცევით და ყველანაირი ეკონომიკური აქტივობა გაჩერდება“, - ამბობს for.ge-სთან პაატა ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, ვინაიდან საომარი მოქმედებები ყარაბაღში მიმდინარეობს, ლტოლვილები სომხეთში გადავლენ. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მცირე ნაწილი საქართველოშიც შემოვიდეს, თუმცა იმდნად უმნიშვნელო იქნება, ამას ვერც ვიგრძნობთ. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ თუ დაპირისპირება უფრო გამწვავდა და საომარი მოქმედებები სომხეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს, მაშინ ლტოლვილების ნაკადი სერიოზული იქნება.

Katana . რადგან ალიევმა თავიდანვე განაცხადა, რომ პრობლემის სანახევროდ გადაწყვეტას არ დათანხნდება და ერდოღანმაც კვერი დაუკრა - აზერბაიჯანს მოთმინების ფიალა აევსო და ახლა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხიო, უნდა ვივარაუდოთ, რომ 5-6 დღეში ეს ომი მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება, თუ ბაქო დაიბრუნებს მთიან ყარაბაღს და სომხები ამას შეეგუებიან...
ასე რომ, საქართველოს მოუწევს ყველაზე ცუდი სცენარისთვის მომზადება!
4 წლის უკან
გრიგორი როგორც ჩანს ალიევი არ გაჩერდება. რუსეთმა უკვე განაცხადა , რომ კონფლიკტში არ ჩაერევა. ეს პირველ რიგში ჩვენთვისაა კარგი და აზერბაიჯანისთვის. აზერბაიჯან ფაქტიურად კარტბლანში მისცეს ხელში, მაგრამ არა მგონია დიდი ხნით . ალბათ ის ტერიტორიის ნაწილს დაიბრუნებს და შემდეგ გააჩერებენ. დიდი ხნით ომს არავინ დაუშვებს. სომხეთს ცოტა ჭკუას ასწავლიან, ძალიან რომ არ გაიჯეჯილოს. რუსეთის არ ჩარევა საქართველოს გადაარჩენს. მთავარია ახლა საქართველოში მცხოვრები სომხები შეაკავონ, თორემ ეს ავტომატურად გამოიწვევს ასევე საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების გააქტიურებას და პრობლემებიც შეიძლება შეექმნას წვეყანას.
4 წლის უკან
Katana "Турция сдерживается от прямого участия в армяно-азербайджанском конфликте из-за мощной поддержки Армении Россией, - заявил депутат Национального собрания республики Эдмон Марукян."
*
"Армения утверждает, что Азербайджан напал на непризнанную республику и на его стороне воюют тысячи боевиков из Сирии, которых перебросила Турция. "
4 წლის უკან
Katana "Более 20 тысяч добровольцев из России намерены присоединиться к боевым действиям в Нагорном Карабахе на стороне Армении. Об этом президент Союза армян России Ара Абрамян сообщил «Подъему».
4 წლის უკან