სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთ დროს ქვეყნის ხელმძღვანელი იყო. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ესაა კარიკატურული ფიგურა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გადაცემაში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მათიკაშვილის განცხადებით, თავსი ქცევებით მიხეილ სააკაშვილი სცილდება ყოველგვარ პოლიტიკურ და გონებრივ საზღვრებს. „სააკაშვილი მოდის ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან ზღვით, ხან ხმელეთით. მან ბევრჯერ მოატყუა თავისი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები, მისი რეალურად არავის სჯერა. თვალი გადავავლე თვითონ ოპოზიციის შიგნით არსებულ დებატებს და ისეთი არეულობაა შიგნით, ვინ ვისი მომხრეა და ვინ ვისი ბელადია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
მაქვს ზუსტი გეგმა იმისა, თუ როგორ შევძლოთ ვირუსის შემცირება და ამ პრობლემის გადალახვა ეკონომიკის დახურვის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს იმართება.