დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია ვერ მალავს ზრახვებს დააბრუნოს ქვეყანა 2012 წლამდე ვითარებაში, შემოიტანოს ქაოსი, დაპირისპირება და ძალადობა

დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია ვერ მალავს ზრახვებს დააბრუნოს ქვეყანა 2012 წლამდე ვითარებაში, შემოიტანოს ქაოსი, დაპირისპირება და ძალადობა

ოპოზიცია იბრძვის რევანშისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ბოლნისში დაპირისპირებაზე საუბრისას „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მოცემულობაში ოპოზიცია თავს ვერ შეიკავებს პროვოკაციებისგან. „ოპოზიცია ვერ მალავს ზრახვებს დააბრუნოს ქვეყანა 2012 წლამდე არსებულ ვითარებაში. შემოიტანოს ქაოსი, დაპირისპირება და ძალადობა. რასაც რა თქმა უნდა ვერასდროს ვერ ეღირსებიან. ერთმანეთში ვერ გაურკვევიათ ვის რა სურთ. როგორ შეიძლება ამ პოლიტიკურ-კრიმინალურ ერთეულებს საზოგადოებამ ანდოს რაიმე სახით ხლისუფლებაში მოსვლა, ეს ხომ წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ მმართველი პარტიის რეიტინგი იზრდება და ეჭვი მეპარება 11%-იანი რეიტინგით „ნაცმოძრაობამ“ მიაღწიოს 31 ოქტომბრამდე“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ინციდენტი ნახიდურში გუშინ მოხდა. შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. საქმეზე გამოძიება ჯგუფურად ძალადობის მუხლით დაიწყო.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს იმართება.