პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელსა და საქართველოს სახალხო არტისტს ჯემალ ჭკუასელს 85 წლის იუბილე მიულოცა.
"ჩვენო საყვარელო, ბატონო ჯემალ,
მე და ჩემი ოჯახი მთელი გულით გილოცავთ 85 წლის იუბილეს!
ბედნიერებაა, პირადად იცნობდე ქართული კულტურის დიდ მოამაგესა და ქომაგს, თავისი საქმის ერთგულ, დაუღალავ კაცს, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენი ყველაზე დიდი საგანძურის - უნიკალური ქართული ფოლკლორის აღორძინებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. დარწმუნებული ვარ, ამ კეთილშობილურ საქმეს, რომელსაც თქვენ ემსახურებით, თაობები დააფასებენ."
ბიძინა ივანიშვილი