გიორგი გახარია: დღეს საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკსაც საჭიროზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს

გიორგი გახარია: დღეს საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკსაც საჭიროზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს

ყველას ძალიან კარგად გვესმის და პირველ რიგში მე ძალიან კარგად მესმის, რომ ლარის კურსი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი, ჩვენს ქვეყანაში ლარის კურსი არის სოციალური ფაქტორიც. ეს ძალიან კარგად გვესმის, გათვითცნობიერებული გვაქვს, მეორე - რა თქმა უნდა დღეს ლარი ზედმეტად გაუფასურებულია იმიტომ, რომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ლარის კურსის დღევანდელი ნიშნულისთვის არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლარის კურსს შეეხებოდა.

მისი თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზაფხულში, როდესაც ვირუსის პირველი ტალღა იყო, მაშინაც ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება იყო, მაგრამ შემდგომ დაუბრუნდა ნორმალურ ნიშნულს.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი რამ არის ემოციებზე და მოლოდინებზე დამოკიდებული. გასაგებია, რომ გლობალური პანდემია გვაქვს, გასაგებია, რომ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა გვაქვს, გასაგებია, რომ არჩევნების მოლოდინია, შესაბამისად ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ეს და მინდა ერთ რამეს ხაზი გავუსვა არ დაგვავიწყდეს ზაფხული, როდესაც პირველი ტალღა იყო ინფიცირების, მაშინაც ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება იყო, მაგრამ შემდგომ დაუბრუნდა ნორმალურ ნიშნულს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღეს საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკსაც საჭიროზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს, რაც პირდაპირ სწრაფ ზეგავლენას იქონიებს ლარის კურსზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.