კახა კუჭავა: ძალადობაში მონაწილე ნებისმიერი პირი უნდა დაისაჯოს

კახა კუჭავა: ძალადობაში მონაწილე ნებისმიერი პირი უნდა დაისაჯოს

ნებისმიერი სახის ძალადობა აუცილებელია გამოვიძიოთ და ნებისმიერი ადამიანი, ვინც მონაწილეობას იღებდა არის მოძალადე და უნდა დასაჯოს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ბოლნისში დაპირისპირებაზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.

„ფაქტი ერთია, ხელისუფლებას საერთოდ არ აწყობს მსგავსი დაძაბულობა, რადგან ოპოზიციის მიერ ჩატარებული კვლევებითაც კარგად ჩანს, თუ რამდენად დამაჯერებლად ვლიდერობთ და არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში, უმრავლესობის მოპოვებას ისევ შევძლებთ. ერთადერთია, ვისაც შეიძლება აწყობდეს ესეთი დესტრუქციული ქმედებები. სამწუხაროდ უნდა ველოდოთ დამატებით პროვოკაციებს და მე იმედი მაქვს, რომ ამის შეფასებებს გააკეთებენ საერთაშორისო დამკვირვებლები, რაც ყველაზე მთავარია ბოლომდე უნდა იყო გამოძიებული ყველა საქმე, რომ სიმართლე დადგინდეს და საზოგადოებას ამის შესახებ ეცნობოს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ინციდენტი ნახიდურში გუშინ მოხდა. შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. საქმეზე გამოძიება ჯგუფურად ძალადობის მუხლით დაიწყო.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.