„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „რომასთან“ (2:2) მატჩის შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, იცოდა, რომ მის გუნდს სირთულეები ექნებოდა, რადგან ძლიერი მეტოქე ჰყავდათ.
პირლოს თქმით, „იუვემ“ ნაბიჯი უკან გადადგა, მაგრამ მისი გუნდი შენების პროცესშია და ვინაიდაინ სეზონის წინ მოსამზადებლად დიდი დრო არ ჰქონდათ, საწყის მატჩებში ცდილობენ საუკეთესო ვარიანტის პოვნას.
„ვეთამაშეთ გუნდს, რომელიც ბევრი ფეხბურთელით უტევს და ეს იყო განსხვავებული თამაში, ვიდრე „სამპდორიასთან“. გვინდოდა მჭიდროდ თამაში, ცენტრალურ მოთამაშეებზე ზეწოლა და თავდამსხმელების ინდივიდუალურად გამოყენება. თუმცა, ყოველთვის ვერ ვპოულობდით გამოსავალს, რადგან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით და ვიცოდით, რომ სირთულეები შეგვექმნებოდა.
ჩვენ გვყავს ნახევარმცველები, რომლებიც ორი ცენტრალური ნახევარმცველით თამაშისთვის არიან შესაფერისი და უნდა ვეცადოთ მათი თვისებები გამოვიყენოთ. „რომასთან“ მატჩი უკან გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მშენებარე გუნდი ვართ, არ გვქონია დრო პრესეზონისთვის, ამიტომ ვცდილობთ პირველივე თამაშებში ვიპოვოთ ჩვენი თამაში. რონალდუ? ის გოლის გატანაზე ვარჯიშობს. თუმცა ძალიან ბევრს დარბის. როდესაც 10 ფეხბურთელით დავრჩით თანაგუნდელების დასახმარებლად დაცვაში ჩამოდიოდა და ეს კარგი ამბავია“, - თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ იტალიის სერია A-ს მომდევნო ტურში 4 ოქტომბერს, „ნაპოლის“ უმასპინძლებს.