ბექა ბურჯანაძის ორმაგი დუბლი ლიგა ენდესაში

ბექა ბურჯანაძის ორმაგი დუბლი ლიგა ენდესაში

ბექა ბურჯანაძე ახალ სეზონს ჩინებულ ფორმაში შეხვდა, მაგრამ „გრან კანარიას“ წარმატებული სტარტისთვის ეს საკმარისი როგორც ჩანს არაა.

ლიგა ენდესას მესამე ტურში „გრან კანარია“ „სარაგოსასთან“ თითქმის უშანსოდ 71:88 დამარცხდა. არადა, პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები 9 ქულით იგებდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში დაცვაში და შეტევაში ერთნაირად ცუდად ითამაშეს და საბოლოოდ 17-ქულიანი სხვაობით წააგეს.

ბურჯანაძე „გრან კანარიაში“ საუკეთესო იყო. ქართველმა 19:38 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა - 11 ქულა და 11 მოხსნა. ბექამ 5-დან 3 ორქულიანი (60%), 3-დან 1 სამქულიანი (33%) და 2-დან 2 საჯარიმო (100%) ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა, რაც თანაგუნდელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა.

„გრან კანარიას“ 1 მოგების წილ 2 წაგება აქვს და მე-14 საფეხურზეა, ხოლომომდევნო შეხვედრას 4 ოქტომბერს, სახლში მადრიდის „რეალთან“ გამართავს.