ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალში „მაიამი ჰიტი“ ითამაშებს, რომელმაც „ბოსტონ სელტიქსი“ სერიაში 4:2 დაამარცხა.
სერიის მექვსე შეხვედრა „მაიამიმ“ 125:113 მოიგო და სუპერფინალის საგზური მოიპოვა. გამარჯვებულთა შორი საუკეთესო ბამ ადებაიო იყო, რომელმაც 32 ქულა, 14 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ჯიმი ბატლერმა კი 22 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
„ბოსტონის“ ლიდერმა ჯეისონ ტეიტუმმა ორმაგი დუბლი შეასრულა 24 ქულით, 11 პასითა და 7 მოხსნით, მაგრამ საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.
NBA-ს სუპერფინალში „მაიამი ჰიტი“ ლოს ანჯელეს „ლეიკერსს“ შეხვდება.