„შენ გუნდიდან ასე გაგდებას არ იმსახურებდი, თუმცა კლუბის ამ ხელმძღვანელობისგან აღარაფერი მიკვირს“, - ასეთი სიტყვებით დაემშვიდობა ლიონელ მესი „ბარსელონადან“, „ატლეტიკოში“ გადასულ ლუის სუარესს, რომელიც მისი ახლო მეგობარი იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მესის სტატუსის ქვემოთ კომენტარი ნეიმარმა დაწერა, რომელმაც კატალონიური გრანდის ამჟამინდელი შეფების საქციელით აღშფოთება ვერ დამალა.
სუარესს წასვლა არ უნდოდა და დარჩენის შემთხვევაში მზად იყო თადარიგში მჯდარიყო და საკუთარ შანსს დალოდებოდა, თუმცა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მას პირდაპირ განუცხადა, რომ წასვლა მოუწევდა.
ურუგვაელის გარდა „ბარსელონა“, არტურო ვიდალმა, არტურ მელომ, ივან რაკიტიჩმა და ნელსონ სემედუმ დატოვეს.